Wednesday, October 24, 2012

სახლ–მუზეუმი

1 . პროექტის სახელწოდება: "სახლ-მუზეუმი"
2 . პროექტის მთავარი იდეა (თემა): ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება.
3 .პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს ეს პროექტი დაეხმარებათ გაანალიზონ თუ რამდენად მნიშვნელოვანი პერსონაა ნიკო ფიროსმანაშვილი, როგორც საქართველოს ასევე მსოფლიო ხელოვნებაში.
4 . პროექტის მიზნები: მრავალმხრივი მასალის დამოუკიდებლად მოძიება და მიზანმიმართულად გამოყენების, ხელოვანის შემოქმედების თავისებურებებზე მსჯელობის, საკუთარი მოსაზრების დასაბუთების, საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვიტარება.
5 . მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასი. 15 წ.
6 . ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.
7 . მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
 ს.გ.IX.2 -იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნაწარმოებებს საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.
 ს.გ. IX.4 -წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს ნამუშევარს.
 ს.გ. IX.4 -მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა ეფექტს აღწევს მხატვარი ფერის საშუალებით. ს.გ. IX.4 -გამოთქვამს მოსაზრებას ხელოვნების ნიმუშის მხატრული ღირებულების სესახებ და ცდილობს დაასაბუთოს საკუთარი აზრი.
 ს.გ. IX.5 -ადარებს ერტმანეთს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხელოვნებას რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით (სტილი, თემა, ჟანრი ).
 ს.გ. IX.5 -კონკრეტული ნიმუშის მაგალიტზე მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე, რომელიც არსებობს სხვადასხვა პერიოდის ხელოვნებაში(ძველი, ახალი, თანამედროვე). ს.გ. IX.5 -ამოიცნობს კონკრეტული მხატვრის ნამუშევარს დამსჯელობს მისი შემოქმედების სტილსა და მანერაზე.
 ს.გ. IX.6 -აგროვებს ინფორმაციას იმ ისტორიულ პერიოდსა და მოვლენებზე,რომლებმაც გავლენა იქონია კონკრეტული ხელოვანის შემოქმედებაზე და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების ან თვალსაჩინო მასალის სახით.
ს.გ. IX.6 -მსჯელობს , თუ როგორ აისახება ეპოქის იდეური და სტილისტური ნიშნები ხელოვანის შემოქმედებაზე. მოსწავლეები შექმნიან სტენდს, პლაკატს, ნამუშევრებს.
8 . პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, სასწავლო-თვალსაჩინო მასალა (CD) ან მასწავლებლის მიერ დამოუკიდებლად მოძიებული რესურსი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფორმატი, ფანქარი, ფლომასტერი, ფოტოაპარატი.
9 . პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
აქტივობა 1:(10წთ)
 მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს საილუსტრაციო მასალას, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის ფერმწერთა ნამუშევრებით. მასწავლებელი მათ ყურადჩებას ამახვილებს სახლ-მუზეუმზე. მოსწავლეები საუბრობენ , რა მიზნით იქმნება სახლ-მუზეუმი, ვისი სახლ-მუზეუმებია მათთვის ცნობილი. აქტივობა 2: (10 წთ)
 მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ მოკლე ინფორმაციასა და ინსტრუქციას .უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს, აცნობენ იდეებს რომელთა რეალიზებაც, მათი აზრით, საინთერესო იქნებოდა პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოსათვის.
 აქტივობა 3: (25წთ)
 მოსწავლეები ფუნქციების შესაბამისად ასრულებენ სხვადასხვა სახის სამუშაოს. სავარაუდოდ, განიხილავენ საილუსტრაციო მასალას და განათავსებენ სტენდზე ქრონოლოგიის პრინციპით.მოსწავლეები, რომლებიც ექსკურსიამძღოლის ფუნქციას შეასრულებენ, მუშაობენ ტექსტობრივ მასალაზე.
 მე–2 გაკვეთილის მსვლელობა:
აქტივობა 1:(5 წთ)
მოსწავლეები განალაგებენ მათ მიერ მომზადებულ სტენდს, კონკრეტული ხელოვანის ნამუშევრების რეპროდუქციებს და ემზადებიან პრეზენტაციებისათვის.
  აქტივობა 2: (25 წთ)
თითოეული ჯგუფი იწვევს თანაკლასელებს იმიტირებულ სახლ–მუზეუმში, ექსკურსიამძღოლები საუბრობენ კონკრეტული ხელოვანის ცხროვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე.
აქტივობა 3:(15 წთ)
მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ პროექტის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების განხილვა და შეფასებაში.
10 . ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 მრავალმხრივი მასალის დამოუკიდებლად მოძიებისა და მიზანმიმართულად გამოყენების, ხელოვანის შემოქმედების თავისებურებებზე მსჯელობის, საკუთარი მოსაზრებების დასაბუთების, საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარ–ჩვევების განვითარება.
შედეგის კოდი:
ს.გ. IX.2; ს.გ. IX.4; ს.გ.IX.4; ს.გ.IX.4; ს.გ.IX.5; ს.გ. IX.5; ს.გ.IX.5; ს.გ. IX.6; ს.გ. IX.6;
11 . პროექტის ხელმძღვანელი: ნათია გულისაშვილი
12 . ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nataliagulisa@gmail.cimmoswavlee

Friday, October 19, 2012

სახვითი ხელოვნების დარგები 

ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა